უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ზედიზედ მეორე დღეა საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება. ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას რომ ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მოსახლეობის გამოყვანისა და მათთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების შესაძლებლობა არ იქნება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, რამდენიმე მილიონმა კი ქვეყანა დატოვა.