უკრაინის ვიცე-პრემიერი დმიტრო კულებას თქმით, ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, უკრაინა მზად არის რუსეთის ფედერაციის რეგიონები თავის შემადგენლობაში მიიღოს. ამით უკრაინელი პოლიტიკოსი რუსი დეპუტატის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ვოლოდინმა უკრაინის სახელმწიფოდან რამოდენიმე რეგიონის გამოყოფის შესახებ ისაუბრა.
"ვოლოდინი უკრაინის რეგიონების გამოყოფით იმუქრება. უნდა გავაწბილო: არავინ აპირებს უკრაინა დატოვოს, თუმცა, ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, დემოკრატიული მმართველობის შესაქმნელად და ცხოვრების ევროპული სტანდარტების დასანერგად, მზად ვართ, რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში მივიღოთ", - განაცხადა კულებამ.