უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაახლა გამიძიება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი ავრცელებს.საუბარია უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე, რომელზეც გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა. ადვოკატის თქმით, საქმის გამოძიების განახლების მიზეზი საგამოძიებო და პროცესუალური ღონისძიებების გატარებაა.