უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინული ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით უკრაინულ ენას უნდა ფლობდეს ქვეყნის ყველა მოქალაქე. ამასთანავე, სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული ყოველი ადამიანი ვალდებული იქნება სამსახურიობრივი მოვალეობის შესრულების დროს მხოლოდ უკრაინული ენა გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება შეეხებათ ადვოკატებს, მოსამართლეებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს და სხვებს. შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული კანონის მიხედვით რეგიონულ დონეზე და ზოგიერთ სფეროში რუსული ენის გამოყენება ოფიციალურ ენად შესაძლებელი იყო.