უკრაინის უმაღლეს რადაში მმართველი კოალიცია "ევროპული უკრაინა" დაიშალა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საპარლამენტო კოალიციიდან ფრაქცია "სახალხო ფრონიტ" გავიდა, რის შედეგადაც ახალი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად დეპუტატებს 30-დღიანი ვადა აქვთ. აღსანიშნავია, რომ "სახალხო ფრონტი" რადაში წარმოდგენილ ყველა ფრაქციას ახალი კოალიიის შეთანხმების მისაღწევად კონსულტაციების დაწყებისაკენ მოუწოდებს.
ამასთანავე ფრაქციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ცვლილებების დროა. ახლადარჩეული პრეზიდენტი და ახალი პარლამენტი კი ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას შეძლებენ.