15:05
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
უკრაინის შს მინისტრი - მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს
11-09-2017

უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს. ამის შესახებ არსენ ავაკოვმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, პროვოკაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა უსისხლოდ და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

„თითოეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საზღვრის გარღვევაში და მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე თავდასხმაში პასუხს აგებს კანონის საფუძველზე“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

მისივე განმარტებით, „სააკაშვილმა და ყველამ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: მივიდნენ „შეგენის“ გამშვებ პუნქტზე და პროცედურები გაიარონ და/ან საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფს ეწვიონ“.

„საზღვრის გარღვევის ყველა მონაწილე, მათ შორის დეპუტატები, პოლიციაში უნდა მოვიდნენ ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა ავაკოვმა.

როგორც უკრაინის შს მინისტრმა აღნიშნა, ის შეეცადა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მესაზღვრეები და პოლიციელები პოლიტიკური პროცესიდან გამოეყვანა.

„მე ავუკრძალე მათ იარაღი ან ფიზიკური ზემოქმედების საშუალებები გამოეყენებინათ“, - დასძინა ავაკოვმა.

AutoPlay
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სანქციები "ეკონომიკურ ტერორიზმს" შეადარა
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
ვიხილეთ სასწაული, რომელიც საქართველოში მოხდა - საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობის მიუხედავად, ეპიდემიამ არ იფეთქა - მეუფე დანიელი
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან შესრულდა
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
ჯანდაცვის სამინისტრომ ზღვის სანაპირო ზოლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
სუს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებული ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები