საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც ულოცავს. „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“ - წერია ვალერი ზალუჟნის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მისალოც განცხადებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქართულ და უკრაინულ ენებზე ულოცავს.