უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იულია ტიმოშენკო აპირებს მონაწილეობის მიღებას. პარტია ბატკივშინას სახელით ტიმოშენკოს კანდიდატურა ოიციალურად უკვე წარადგინეს. ტიმოშენკოს ლოზუნგი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იქნება "დიდებული უკრაინა - ჩემი მიზანია". პოლიტიკოსის განცხადებით, მისი მთავარი დაპირებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ხელფასების გაზრდა და დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ტიმოშენკოს კანდიდატურის წარდგენის ცერემონიალს ასობით ადამიანი დაესწრო. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.