უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება უმაღლესი რადას დათხოვნისა და 21 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ კანონიერად სცნო. ზელენსკის გუნდმა ეს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც გამარჯვება.
უკრაინის პრეზიდენტმა 20 მაისს ინაუგურაციისას პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა, მეორე დღეს კი შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კი 21 ივლისს დაინიშნა. ზელენსკიმ გადაწყვეტილების მიზეზად რადაში 30 დღის განმავლობაში მმართველი უმრავლესობის არყოფნა დაასახელა. თუმცა დეპუტატების ნაწილი მას არ დაეთანხმა და განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მათი ვერსიით, კოალიციამ არსებობა შეწყვიტა არა 2016 წელს, არამედ 2019 წლის 17 მაისს, მაშინ როცა ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე ფრაქცია სახალხო ფრონტმა კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდნეტო არჩევნებში 31 მარტს გაიმარჯვა.