უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრს რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა სთხოვა.
ამასთან ერთად, მან რატი ბრეგაძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უკრაინის მოქალაქისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას მოითხოვს.
უკრაინის ომბუდსმენმა რატი ბრეგაძისადმი მიმართვას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციაც დაურთო.