უკრაინის გენერალური პროკურატურა ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ქონების დაყადაღებას ითხოვს. ვიქტორ იუშჩენკოს ბრალად ედება თანამონაწილეობა ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფო რეზიდენცია "მეჟიგორიეს" ხელში ჩაგდებაში. აღსანიშნავია, რომ სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ იანუკოვიჩი აღნიშნულ რეზიდენციაში 2010-2014 წლებში ცხოვრობდა, პრეზიდენტობის დროს, მაგრამ სახელმწიფო რეზიდენცია მის საკუთრებაში 2007 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში აღმოჩნდა.