უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ და მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნარკოტესტი და ალკოჰოლტესტი ჩაიტარეს. კანდიდატებს შორის დებატების გამართვამდე აღნიშნული შემოწმების გავლა აუცილებელი იყო. შეგახსენებთ, 19 აპრილს კიევში სტადიონზე ზელენსკისა და პოროშენკოს შორის დებატები გაიმართება. აღნიშნულის ინიციატორი ზელენსკია, რასაც პოროშენკო დათანხმდა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოსთან დებატებისას, კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს იულია ტიმოშენკოს დამოუკიდებელი არბიტრობა შესთავაზა. "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო ჯერ კიდევ ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა "დამოუკიდებელი არბიტრის" სახით საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებში.