უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მეზღვაურები რუსეთს ჯერ არ გაუთავისუფლებია და მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. მათივე განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ რომ ისინი უკვე თავისუფლები არიან სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსული მედიაც წერს, რომ მოსკოვი არ ადასტურებს ტყვეების გაცვლის პროცესის დასრულებას. შეგახსენებთ, უკრაინის გენერუალურ პროკურატურაზე დაყრდნობით, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს დაიმ პატიმრებს შორის, რომლებიც უკრაინაში ბრუნდებიან, მეზღვაურები და რეჟისორი ოლეგ სენცოვიც არიან.
ამასთან, როგორც მეზღვაურების ნათესავები აცხადებენ, ისინი მათ კიევის აეროპორტში ელოდებიან. რუსეთში ათეულობით უკრაინელი ტყვეა დაპატირებული, მათ შორის იყვნენ 24 მეზღვაური, რომლებიც რუსეთმა გასულ წელს ქერჩის სრუტეში დააკავა.