უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტია წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით ლიდერია. გამოკითხვების შედეგებით ზელენსკის პარტიას მხარს 37,8 პროცენტი უჭერს. მეორე ადგილზე "ოპოზიციური პლატფორმაა" 11 პროცენტით.
შეგახსენებთ, უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. ვადამდელი არჩევნები ზელენსკიმ მას შემდეგ დანიშნა, რაც მან პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.
ამჟამად უკრაინის რადაში უმრავლესობას ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერები წარმოადგენენ. ზელენსკის პარტია კი პარლამენტში ჯერ არ არის.