უკრაინის პარტია "სამოპომოშის" ლიდერს ანდრი სადოვის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტება სურს. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ორი დღით ადრე განაცხადა. სადოვის თქმით, უნდა გამარტივდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესი.
ამჟამინდელი კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, სამხედრო უწყების ხელმძღვანელის, გენერალური პროკურორის, ცენტრალური ბანკის მმართველის და საგარეო და თავდაცვის მინისტრების დანიშვნის უფლება.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმერ ზელინსკი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას მომავალი თვიდან შეუდგება. მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, ამიტომაც ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიშვნელოვანი იქნება გამოავლინოს პარლამენტთან თანამშრომლობის უნარი და განახორციელოს ის რეფორმები, რასაც იგი წინასაარჩევნო კამპანების დროს მოსახლეობას დაჰპირდა.