უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იძულებით გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას საჭიროებს, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ „ფეისბუქზე“ დაწერა.
როგორც უკრაინის სახალხო დამცველი წერს, ასეთი დასკვნა გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა.
ის მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.