უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 8 აპრილის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 120 და 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან გახსნეს.
„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად გაერთიანებული ძალების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. უკრაინის დამცველებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს,“ - აღნიშნულია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მოხსენებაში.