უკრაინის ელჩს დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს - დავით ზალკალიანი სააკაშვილის განცხადებაზე - Palitra News

უკრაინის ელჩს დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს - დავით ზალკალიანი სააკაშვილის განცხადებაზე

2020-06-11 13:05:48+04:00
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უწყებაში საქართველოში უკრაინის ელჩის დაბარებას გეგმავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.