რუსეთში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ვასილი პოკოტილო საგარეო უწყებაში დაიბარეს. რუსული მედიის ცნობით, ელჩის დაბარება სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსულის დაკავებას უკავშირდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავა. რუსული მედია წერდა, რომ ალექსანდ სოსონიუკი დაკავებიდან რამედნიმე საათშ გაათავისუფლეს და ამჟამად უკრაინის დიპლომატიურ დაწესებულებაში იმყოფება.