უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინისთვის "წითელი ხაზი", რომელიც რუსეთმა არ უნდა გადაკვეთოს, სახელმწიფო საზღვარია. ”უკრაინის „წითელი ხაზი” არის სახელმწიფო საზღვარი, თუ რუსეთი გადაკვეთს ”წითელ ხაზს ”, მაშინ ამას შედეგები უნდა მოყვეს”, - აღნიშნა მან ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აუცილებელია, რუსეთს აჩვენონ, რომ დონბასის რეგიონში ესკალაციის გააქტიურებას მისთვის "ძალიან მტკივნეული" შედეგები ექნება.
„დღეს ოთხივე ჩვენგანს შეგვიძლია მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ვგმობთ რუსეთის მიერ სიტუაციის გამწვავებას და მოსკოვის განცხადებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად”,- აღნიშნა დმიტრი კულებამ. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ესტუმრნენ.