უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.11 უკრაინელი დაშავებული სამხედრო საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა. ჯარისკაცები რეაბილიტაციის კურსს წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში 6 აპრილის ჩათვლით გაივლიან. სამხედროების უმრავლესობა ტყვედ ნამყოფია, ნაწილი კი საბრძოლო მოქმედებების დროსაა დაჭრილი.