უკრაინის ახალარჩეულის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა. ზელენსკიმ პარლამენტში ფიცი დადო და განაცხადა, რომ იგი პარლამენტს გადააყენებს და ავდამდელ არჩევნებს დანიშნავს. ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ემიგრაციაში მყოფ უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა, რათა მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.
ვლადიმერ ზელენსკი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. სავარაუდოდ ამ ზაფხულს კი უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნმები გაიმართება.
შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკიმ აპრილში ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა 73%ის მხარდაჭერა მოიპოვა.