თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტი დატოვა, მას უკრაინიდან სამწლიანი დეპორტაცია აქვს “რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტში მყოფი ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” უკვე დატოვა.მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და გაიხსენა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება. მისივე ინფორმაციით, მას უკრაინამ სამწლიანი დეპორტაცია გაუკეთა, მანამდე კი უკრაინაში ცხოვრების ვადა 2024 წლამდე ჰქონდა განსაზღვრული.
"კიევში, სახლში 11 საათზე, შემოვარდნენ შეიარაღებულები. სახეში ჩამარტყეს ფისტოლეტი, ძირს დამაწვინეს და ფეხებს მირტყავდნენ. ამიხვიეს თვალები და გამომიყვანეს, ვერ ვხვდებოდი სად მივყავდი. მარშუკტკის საბარგულში . მერე გამოცვალეს მანქანა. მერე ვერტმფრენში ამიყვანეს, რაღაც წამიკითხეს, რომ 3 წელი ვერ შევალ უკრაინაში. მერე გაურკვეველი მიმართულებით გავფრნდით" - აცხადევს შავშიშვილი.