უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო "ნაციონალური მოძრაობა" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს. პარტიის ლიდერების და მხარდამჭერების განცხადებით, ისინი უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისადმი გულგრილობას აპროტესტებენ. ამ დროისთვის ჩიტაძის ქუჩა აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.