უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება.„ოდესის ოლქის მესაზღვრეებმა უკრაინის უშიშროების სამსახურისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ქვეყანაში უცხოელი კრიმინალური ავტორიტეტის შესვლის მცდელობა აღკვეთეს. მოქალაქე „შავი ზღვის საზღვაო პორტის“ საერთაშორისო გამშვებ პუნქტში, საქართველოდან ჩამოსული რეისის მგზავრების გაფორმებისას დააკავეს. საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაში უარი ეთქვა და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.