ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის "Pan Ukraine"-ს თანამონაწილეობით საქართველოში უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ინფო-ტური უკრაინიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ქუთაისის ტურიზმის ცენტრისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში უკრაინიდან საქართველოში 33,645 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 8.9%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.