საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე - იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო მათი განცხადების გარეშე გაათავისუფლეს.
ბასილაიას შეფასებით, ეს ლუსტრაციაა იმისა, რომ პატიმრები თვეების განმავლობაში ციხეში უკანონოდ ისხდნენ.
შეწყალების აქტის გამოცემის საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.