უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, კიევმა რუსეთთან პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, მომდევნო ერთი თვის მანძილზე მხარეები გაცვლიან პატიმრებს, რომელბიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დროს დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ მოსკოვში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. რუსეთი ამ დრომდე ათობით უკრაინელი პატიმარი ჰყავს დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდებიან.
როგორც ცნობილია უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას პირველი სატელეფონო საუბრის დროს პატიმრების გაცვლის საკითხზე ისაუბრეს.