ტყიბულში მდებარე მინდელის შახტში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ტრაგედიის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა, უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი შახტის ტერიტორიაზე პროფკავშირებთან ერთად შევიდნენ. ამის შემდეგ უკრაინელი ექსპერტები დაზარალებულებსა და თვითმხილველებსაც გაესაუბრნენ. სპეციალისტები შეისწავლიან ყველანაირ დოკუმენტს, ასევე სამედიცინო დაწესებულებების დასკვნებსა და ექსპერტიზის შედეგებს.