უკრაინასთან რუსეთის ომის გამო მსოფლიოში ფასების ზრდის ფონზე ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუქცევადი აკრედიტივი უკვე გაცემული იყო. ინდოეთის მთავრობამ გადაწყვეტილების მიზეზად ხორბლის ფასების ზრდა და ინდოეთსა და მეზობელ მოწყვლად ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დაასახელა.