30 წელზე მეტია გასული, რაც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რამაც გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. მიუხედავად რამდენიმე ათწლეულისა, ამ შემთხვევის გამო რადიაციული ფონი ჯერ კიდევ არ გამქრალა. ექსპერტების ვარაუდით, გარემო 2040 წლამდე ისევ იქნება საფრთხის შემცველი.
მეცნიერებმა შეისწავლეს ჩერნობილიდან 200 კილომეტრის მოშორებით, როვნოს ოლქში, ფერმებსა და ოჯახებში მცხოვრები პირუტყვისგან წარმოებული რძის ნაწარმი. აღმოჩნდა, რომ ამ ძროხების რძე 5-ჯერ მეტადაა რადიაციულად დაბინძურებული, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტითაა დაშვებული. კვლევა ბრიტანეთში მდებარე ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო რადიოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარეს.