უკრაინაში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული 3-კვირიანი მკაცრი „ლოქდაუნით“ გათვალისწინებული შეზღუდვები მსუბუქდება და სკოლები, რესტორნები და სპორტული დარბაზები იხსნება.
ჯანდაცვის მინისტრმა მაკსიმ სტეპანოვმა ბრიფინგზე ქვეყანაში გაუმჯობესებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ დადებითი სტატისტიკა მომავალშიც გაგრძელდება. სტეპანოვის თქმით, სამინისტრო მიმდინარე კვირაში „ლოქდაუნის“ შედეგებს დეტალურად გააანალიზებს და შემდეგ, კონკრეტულ ქალაქსა თუ რეგიონში არსებული მდგომარეობის შესაბამისი ლოკალური შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელებს.
ქვეყანაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 8 იანვრიდან იყო დაწესებული.