უკრაინაში, ლვოვის ოლქის ქალაქ დროგობიჩში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის, ერთი სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია. დაღუპულია ორი ადამიანი და დაშავდა შვიდი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან სამი ბავშვია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 173 ადამიანია ჩართული. მათ შორის კინოლოგთა ბრიგადა. ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ.