უკრაინის ქალაქ ოდესაში სასტუმრო „ტოკიო სტარში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ხანძარ სასტუმროში გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის 100 კვ.მ დაიწვა. ადგილზე 65 მეხანძრე-მაშველი და 13 სახანძრო მანქანა იმყოფებოდა. ისინი ხანძრის ჩაქრობასა და და სასტუმროში მყოფთა გადარჩენას 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწებულია გამოძიება.