უკრაინაში საქართველოს ელჩად სავარაუდოდ, თეიმურაზ შარაშენიძე ინიშნება. არსებული ინფორმაციით, შარაშენიძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. აღნიშნულზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ "მიმდინარეობს შესაბამისი კანდიდატის შერჩევის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც საზოგადოებას გააცნობენ ახალი ელჩის ვინაობას".
შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ შარაშენიძეს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ის აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობასაც იკავებდა. რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს ყოფილ ელჩს გელა დუმბაძეს, ის რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლდა.