უკრაინაში რუსული მუსიკა აიკრძალება - Palitra News

უკრაინაში რუსული მუსიკა აიკრძალება

2022-04-13 10:02:38+04:00

უკრაინის რადიოსა და ტელევიზიაში რუსული მუსიკის აკრძალვა სურთ – შესაბამისი კანონპროექტი უმაღლეს რადაში უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის თანახმად, რომ ასეთი მუსიკა არ უნდა ისმოდეს:

– რადიოში და ტელევიზიაში;– გასართობ დაწესებულებებში;– საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მუნიციპალური და კერძო გადამზიდავებისგან);– საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კულტურისა და დასვენების დაწესებულებებში;– სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესში;– კინოთეატრებში;– საჯარო სივრცეში.