უკრაინის ქალაქ ლუცკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობას უცნობმა პირებმა ყუმბარსატყორცნით ცეცხლი გაუხსნეს, ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლონეთის კონსულის კშიშტოფ სავიცკიმ მომხდარს ტერაქტი უწოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა ინციდენტთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა.