უკრაინაში ომის 92-ე დღეა. ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 95% ამჟამად ოკუპირებულია. უკიდურესად მძიმეა მდგომარეობა ლუგანსკში. ოკუპანტები უკრაინულ დასახლებებს ანადგურებენ. პარალელურად, ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის ორ ბელარუს მებრძოლს კიევის მახლობლად, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებენ. უკრაინის პროკურატურამ რვა მამაკაცის გვარი და ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც ომის დანაშაულებისთვის, მათ შორის მკვლელობისა და წამებისთვის, იძებნებიან. პროკურორების მიერ დასახელებული მებრძოლები სავარაუდოდ, უკრაინის ერთ-ერთი საბჭოს თავმჯდომარის ოლგა პეტრივნას, მისი ქმრისა და შვილის წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ.