რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე თუმცა. ოკუპანტებმა საარტილერიო დაბომბვა, სლოვიანსკის მიმართულებით განაახლეს, სადაც დარტყმები ამ დრომდე მიმდინარეობს. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 10 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 5 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 6 ჯავშანტექნიკა და 7 მანქანა. ამ ეტაპზე, უკრაინა ომის 11 000-ზე მეტ დანაშაულს განიხილავს. უკვე ომის დანაშაულში მხილებული 40 ეჭვმიტანილის შესახებ არის ცნობილი.