უკრაინაში ომიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა. ქვეყანაში საომარი მოქმედებები კვლავაც გრძელდება. აღმოსავლეთ რეგიონი კვლავ რუსი სამხედროების სამიზნეა. ქალაქი ლისიჩანს ახლა რუსები აკონტროლებენ. მიუხედავად უკრაინული მხარის ცნობებისა, რომ ქალაქზე სრული კონტროლი ჯერ კიდევ არ იყო რუსების ხელში, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რეგიონს ტოვებენ. უფრო დეტალურად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ჩვენი ჟურნალისტი ქრისტი შამათავა მოგვიყვება.