უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, მსოფლიოში პირველად მაწანწალა კატებს დაითვლიან. აქამდე მსოფლიოს არცერთ ქალაქში მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა. ქალაქ ლვოვის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამისთვის სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს, მოამზადეს აპლიკაცია და ინტერესი უკვე მსოფლიოს 15-მა ქვეყანამ გამოხატა.
საერთაშორისო პლატფორმა Animal-ID.info-ს შემქმნელი ვიქტორ კოპაჩი აცხადებს, რომ მათ შეიმუშავეს სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მაწანწალა კატების თვალთვალი და დათვლა.