უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ით კიდევ 342 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეკორდული იყო ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობაც, რადგან ბოლო 24 საათში, უკრაინის საავადმყოფოებში 5 483 კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 14 134-ით გაიზარდა. პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში ინფიცირების 1 276 272 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან დაღუპულია 30 773 ადამიანი.
ქვეყანაში კორონავირუსით მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა დაწყებულია. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებთ 41 მილიონს შეადგენს, ვაქცინის პირველი დოზა 137 026 ადამიანს აქვს გაკეთებული.