უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულებს შორის 809 ბავშვი და ჯანდაცვის 473 მუშაკია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში 5 186 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 396 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1.7 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 34 075 ადამიანი.