უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, უკრაინული კომპანიები ახდენდენ ქართული ღვინის უკანონო იმიტაციასა და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს უკანონოდ იყენებდნენ.
კერძოდ, უკრაინის ბაზარზე რეალიზაციაში იყო არაქართული წარმოშობის ღვინოები, რომელთა ეტიკეტებზე დატანილ, საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებულ სიმბოლოებსა და აღნიშვნებს ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებით მომხმარებლები შეცდომაში შეყავდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, უკრაინის ანტიმონოპოლურმა კომიტეტმა, გამოძიება უკრაინული კომპანია "კამიანკა გლობალ ვაინსის" წინააღმდეგ დაიწყო და შედეგად, კომპანიას 7 მილიონ 10 ათასი უკრაინული გრივნის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.