საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება. აღნიშნულის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე უკრაინაში დავბრუნდები. ვგეგმავ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას რომელიმე ევროპული ქვეყნის მხრიდან. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მე სხვაგან არსად მაქვს. ჩემი ყველა ნივთიც კი უკრაინაშია. ჩემი მეგობრების უმეტესობა და პარტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაშია. 16 აგვისტოს განვაცხადებ დაბრუნების კონკრეტულ თარიღს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მან ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა აიღო დაიცვას უკრაინელების უფლებები.