უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით სიხარულიძის ცხედარს მშობლიურ სოფელ სუფსაში დღეს ჩამოასვენებენ. დავით სიხარულიძე ქართული არმიის ოფიცერი იყო, თუმცა ბოლო დროს, ის უკრაინულ ბატალიონ "აიდარში" მსახურობდა. ქართველი მებრძოლი აღმოსავლეთ უკრაინაში, პრორუს სეპარატისტებთან შეტაკების დროს რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. დავით სიხარულიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში საბრძოლო დავალებისას თადარიგის ოფიცრის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
სამინისტროს ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.