უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ მას არ აქვს ილუზია, თუმცა, იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება.
"ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთთან მიმართებით უკრაინის ახალი ხელმძღვანელი შეინარჩუნებს იმ რიტორიკას, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდა. იგი გაიმეორებს კარგად ნაცნობ იდეოლოგიურ ფორმულებს, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ იყო მიმართული. ამასთან დაკავშირებით ილუზია არ მაქვს. ამავე დროს ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ არის შანსი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების", - დაწერა დიმიტრი მედვედევმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკი, რომელმაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანა შეინარჩუნებს ევროპულ კურსს.