სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ურჩევს, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების გამო, უკრაინაში გამგზავრების გეგმებს გადახედონ, - ამის განცხადებას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობების შესახებ შემაშფოთებელი ცნობების მიღება გრძელდება და აშშ-ის მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ უსაფრთხოების პირობები მცირე ან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეიძლება შეიცვალოს. უკრაინაში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ქმედება უკრაინაში ნებისმიერ ადგილას სერიოზულ გავლენას მოახდენს აშშ-ის საელჩოს შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს საკონსულო მომსახურება, მათ შორის დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნიდან გამგზავრებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.