უკრაინაში აშშ-დან გაგზავნილი HIMARS-ის სარაკეტო სისტემები ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინს დახმარებისთვის მადლობას უხდის. შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ უკრაინას ივნისის ბოლომდე HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემდა, კერძოდ, საუბარი იყო 4 ასეთ სარაკეტო დანადგარზე. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, კიდევ 4 HIMARS-ის სარაკეტო დანადგარს გადასცემს.