ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინულ მხარეს აეკრძალა. გაერო-მ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა. ამის შესახებ საუბრობს ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ძალაში გამოცემიდან 3 თვის განმავლობაშია, რა პერიოდშიც საქმეს გაერო შეისწავლის. 3 თვის გასვლის შემდგომ კი პროცედურები გაგრძელდება.